თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები სტიქიით დაზარალებულთა დახმარების პროცესში პირველი დღიდან აქტიურად არიან ჩართულნი.
18 ივნისს დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მოხალისეთა ჯგუფმა წყნეთში, ამილახვარის ქუჩაზე მეწყერის შედეგად დაზიანებული სახლის გაწმენდით სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.
შენობას, რომელშიც ორი მოხუცი, მათ შორის ერთი ლოგინად ჩავარდნილი ცხოვრობს, მოხალისეები ბეტონის, ქვა-ღორღისა და ნაშალი მასალისგან 2 დღის მანძილზე ასუფთავებდნენ.
საკრებულოს აპარატის თანამშრომლები წყნეთში მორიგეობას ყოველდღიურად, დახმარებას ყველა ოჯახს უწევენ.
სამაჟორიტარო ბიუროების თანამშრომლებისთვის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 26,2024ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ გენდერული ნიშნით ძალადობაზე თბილისის საკრებულოს თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 23,2024თბილისის საკრებულოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდა
ნოემბერი 10,2022